რუსეთში დაკავებულ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს ჯაშუშობის მუხლით ბრალდება წარედგინა

რუსეთში დაკავებულ ამერიკელ ჟურნალისტს ჯაშუშობის მუხლით ბრალდება წარედგინა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებული კორესპონდენტი 32 წლის ევან გერშკოვიჩია და ის The Wall Street Journal-ში მუშაობდა.

დაკავებულმა „ეფესბეს“ მიერ წარდგენილი ბრალდება არ აღიარა და განაცხადა, რომ რუსეთში მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის გამო იყო ჩასული. ევან გერშკოვიჩს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიების ვერსიით, ამერიკული მხარის დავალებით ის აგროვებდა ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობას ეხებოდა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა