კახა კალაძე - მერიას მთავრობის ადმინისტრაციამ შენობის წინ სკვერის მოწყობის შესახებ წერილით მიმართა - თანხმობა გაიცემა და სამუშაოები დაიწყება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიას მთავრობის ადმინისტრაციამ შენობის წინ ლანდშაფტური სივრცის მოწყობის შესახებ წერილით მიმართა, რაზეც მისი უწყება თანხმობის გაცემას აპირებს.

როგორც კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერი მოეწყობა.

„მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან დედაქალაქის მერიაში შემოსული იყო წერილი პირველი კლასის მშენებლობაზე. ეს არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. მომდევნო დღეების განმავლობაში ამას განვიხილავთ და შესაბამისი პასუხი იქნება დაბრუნებული. საუბარია სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა გაიცემა და სამუშაოები დაიწყება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია ადმინისტრაციის წინ დაწყებულ სამუშაოებს ხვალ დაგეგმილ აქციებს უკავშირებს, კალაძე ამბობს, რომ ეს მანიპულაციაა.

„ყოველთვის ხდება ხოლმე ამგვარი თემებით მანიპულაცია. მახსოვს, როდესაც პარლამენტის წინ არსებული სივრცის მოწესრიგება დაივიწყეთ, იგივე განცხადებები კეთდებოდა. საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს. კონკრეტული სივრცის მოწესრიგება-გალამაზება ხდება და ამაში ცუდი არაფერია, თუმცა კონკრეტული პოლიტიკოსები ცდილობენ, ეს რაღაცასთან დააკავშირონ. თურმე რიკოთის უღელტეხილი ჩაგვიკეტია იმიტომ, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური სპექტრი გვყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა