უკრაინაში, ომის დაწყების დროიდან, რუსეთის აგრესიას 467 ბავშვი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„2023 წლის 8 აპრილის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 1413-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. კერძოდ, დაიღუპა 467 ბავშვი, ხოლო 946-ზე მეტი დაშავდა“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
მათივე განმარტებით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან შესაბამისი სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. საომარი მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.
უწყებაში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი, 448 ბავშვი, დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა, მას მოჰყვება ხარკოვის ოლქი 275 დაშავებული და დაღუპული ბავშვით და კიევის ოლქი 127 დაშავებული და დაღუპულით.