რუსები ბახმუტის მთლიანად დაპყრობას ცდილობენ, მარინკასთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათი ცნობით, დღის განმავლობაში მტერმა 2 სარაკეტო და 34 საავიაციო დარტყმა განახორციელა, ასევე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 36 დაბომბვა.
მოწინააღმდეგის საიერიშო მცდელობები ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე არის კონცენტრირებული, სადაც უკრაინელებმა 35 იერიში მოიგერიეს.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგე ბახმუტის მთლიანად აღებას ცდილობს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტის ამ მონაკვეთზე დაახლოებით, 10 იერიში მოიგერიეს, მაგრამ ბრძოლები გრძელდება. ასევე, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს მარინკასთვის, სადაც უკრაინელმბა მოწინააღმდეგის 10-ზე მეტი იერიში მოიგერიეს.