ბაპტისტები და მოლოკნები ბზობას ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ბაპტისტებს და მოლოკნებს ბზობის დღესასწაულს ულოცავს.

“დღეს საქართველოს ბაპტისტური თემი ბზობას დღესასწაულობს. ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას განასახიერებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ბაპტისტურ თემს და მშვიდობას უსურვებს მათ”, - წერია სააგენტოს განცხადებაში.

ასევე დღეს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობა-ბაიაობას ზეიმობს. ბზობა მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს და მრევლი მას აღდგომის წინა კვირას ზეიმობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ქრისტიან-მოლოკანთა თემს ბზობის დღესასწაულს და მშვიდობას უსურვებს მათ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს