ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

9-17 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და კომერციის დეპარტამენტში, აშშ-ის ხაზინაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

„ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ბო ლის.

ორმხრივი მოლაპარაკებები, ასევე, შედგება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

დაგეგმილია ლაშა ხუციშვილის გამოსვლა მაღალი დონის დისკუსიაზე: „გლობალური რისკების დაძლევა - სახელმწიფო ვალის მართვის შესაძლებლობების განვითარება“.

მინისტრის თანმხლებ პირებს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს