მერაბ ტურავა - იმედი მაქვს, ნათელი მოეფინება - ჩვენ არ ვიცით, რას გულისხმობდა, სახელმწიფო დეპარტამენტი სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე, ჩვენ გვინდა არა მარტო ჟურნალისტური, ასევე სამართლებრივი გამოძიებები

ჩვენ არ ვიცით, რას გულისხმობდა, სახელმწიფო დეპარტამენტი სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე - ჩვენ გვინდა არა მარტო ჟურნალისტური, ასევე სამართლებრივი გამოძიებები,- ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ განაცხადა.

მერაბ ტურავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ გამოცხადებულ სანქციებს გამოეხურა და იმედი გამოთქვა, რომ საკითხთან დაკავშირებით, „ბევრ რამეს ნათელი მოეფინება“.

„ჩვენ მოვისმინეთ, ის რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაჟღერდა საჯაროდ, შესაბამისად, ბევრი კომენტარიც გაკეთდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ელჩი ამბობს, რომ ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად არის გაკეთებული.

რა შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა არა მარტო კონკრეტულ მოსამართლეებს, არამედ საზოგადოებასაც აინტერესებს ღია თუ დახურული ინფორმაცია და წყაროები, რომელსაც ეს გადაწყვეტილება ეყრდნობა და იმედი მაქვს, რომ ქართულ მხარეს ექნება, კომუნიკაცია ურთიერთობები სახელმწიფო დეპარტამენთან, ამერიკის მხარესთან და შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრ რამეს ნათელი მოეფინება. ისინი იტყვიან: ეს რა მტკიცებულებებზე რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება იყო და შესაბამისად, კონკრეტულად რის საფუძველზე იქნა, მიღებული ეს გადაწყვეტილება. თუ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები ამას პოლიტიკოსებიც და მოსამართლეებიც ითხოვენ და შესაბამისად, ეს საკითხები ალბათ მომავალში გაჟღერდება. ჩვენ არ ვიცით, რას გულისხმობდა, სახელმწიფო დეპარტამენტი სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყოველ შემთხვევაში გვინდა, რომ ვიცხოვროთ, შესაბამისად, ჩვენ გვინდა არა მარტო ჟურნალისტური ასევე, სამართლებრივი გამოძიებები”, - განაცხადა მერაბ ტურავამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში