პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ტიტებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იმყოფებოდნენ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.