ნანა მალაშხია პრეზიდენტს - ვფიქრობ, რომ გამოიყენებთ ყველა რესურსს და ბერკეტს ქვეყნისთვის ურთულეს მომენტში და აუცილებლად გავხდებით ნატოსა და ევროკავშირის წევრი

ვფიქრობ, რომ თქვენ გამოიყენებთ თქვენს ყველა რესურსს და ბერკეტს ამ ქვეყნისთვის ურთულეს მომენტში და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოსა და ევროკავშირის წევრი, - ასე მიმართა ნანა მალაშხიამ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ის ღირსების მედლით დაჯილდოვდა.

ნანა მალაშხიამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გამოვიდა და ქვეყნის ევროპული მომავალი დაიცვა.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და აქციის თითოეულ მონაწილეს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდა და დაიცვა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ დღეს თქვენ დგახართ საქართველოს მოქალაქეების გვერდით და კარგად გესმით თქვენი ხალხის დაკვეთა - გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. იმ ევროპული ოჯახის, სადაც არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისაგან, სადაც სრულად დაცულია მედიის თავისუფლება, ქალთა უფლებები, უმცირესობების უფლებები, უამრავ სხვა სიკეთესთან ერთად, რასაც ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჰქვია. მინდა მადლობა გითხრათ იმ განცხადებებისთვის, რასაც თქვენ აჟღერებთ უკრაინის მიმართ და ის სრულ თანხვედრაშია საქართველოს მოქალაქეების ურყევ მხარდაჭერასთან და სოლიდარობასთან უკრაინასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ თქვენ გამოიყენებთ თქვენს ყველა რესურსს და ბერკეტს ამ ქვეყნისთვის ურთულეს მომენტში და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოსა და ევროკავშირის წევრი. მჯერა მე ამის, მჯერა, რომ ჩვენთან ერთად გახდება უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრი. დიდება საქართველოს, დიდება ჩვენს გმირებს, დიდება უკრაინას“, - განაცხადა ნანა მალაშხიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისთვის.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში