დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
საზეიმო ლიტურგია გაიმართა თბილისის სურბ ეჩმიაძინის ტაძარში. მსახურებას არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი უძღვებოდა.
საზეიმო მსახურებაზე იმყოფებოდა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აშოტ სმბატიანი.
სომეხ თანამოქალაქეებს საქართველოს მთავრობისა და რელიგიის სააგენტოს სახელით აღდგომის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.
საზეიმო წირვას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის სააგენტოს ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე.
აღდგომა აღნიშნეს ბათუმშიც.