რუსთაველის გამზირზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იგეგმება, სცენას ამონტაჟებენ - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება პოლიცია

რუსთაველის გამზირზე, სადაც დღეს “ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართება, აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან.

მიმდინარეობს სცენის მონტაჟი, საიდანც შეკრებილ საზოგადოებას პოლიტიკოსები მიმართავენ. აქციის სლოგანია - “ერთად ევროპაში”.

აქციის დაწყებამდე რუსთაველის მეტროსთან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეიკრიბებიან, რომლებიც მსვლელობით პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება პოლიციაც.

“ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია სლოგანით “ერთად ევროპაში” 18:00 საათზე დაიწყება.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება