საფრანგეთში აფეთქების შედეგად ორი შენობა განადგურდა, არიან დაშავებულები და დაკარგულები

საფრანგეთში აფეთქების შედეგად ორი შენობა განადგურდა, არიან დაშავებულები და დაკარგულები

საფრანგეთის ქალაქ მარსელში აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც მინიმუმ 5 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულები, რომლებსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები

ამასთან, ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ადამიანები არიან მოყოლილი. 8 მოქალაქესთან, რომელიც შენობებში იმყოფებოდა, დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მარსელის პროკურორის, დომინიკ ლორენსის განცხადებით, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისივე ინფორმაციით, შენობების ჩამონგრევამ ხანძარი გამოიწვია, რამაც სამაშველო სამუშაოები და გამოძიება გაართულა.