საფრანგეთის ალპებში, მონბლანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, - ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანენმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზვავში მოყოლილი ადამიანები თხილამურებით სრიალებდნენ.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მან დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
სამაშველო ოპერაცია ზვავსაშიშროების გამო შეჩერდა, მაგრამ დღეს დილიდან კვლავ განახლდება.