ლატვია ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ 64-კილომეტრიანი ბარიერის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. მედიის ინფორმაციით, ბარიერის მშენებლობა აპრილში დაიწყება.
ლატვიამ ბელარუსთან საზღვარზე სპეციალური ღობის აშენების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო, რათა თავი დაეცვა არალეგალური მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთისგან. ამ დრომდე აშენებულია 54 კილომეტრი, რაც პროგნოზირებული ღობის მთლიანი სიგრძის მესამედზე ნაკლებია.
„ჩვენ უკვე ვხედავთ შესრულებული სამუშაოს რეალურ შედეგებს, რაც საშუალებას გვაძლევს დავიწყოთ მშენებლობა შეფერხების გარეშე“, - განაცხადა სახელმწიფო უძრავი ქონების გამგეობის თავმჯდომარემ რენარს გრისკევიჩმა.
შეგახსენებთ, ბელარუსთან საზღვარზე ბარიერის აშენების გადაწყვეტილება, ორმა სხვა ქვეყანამ, პოლონეთმა და ლიეტუვამაც მიიღეს.