ფრონტზე, ყოველ კვირას, ათასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ შეტევას. ყველაზე ცხელი წერტილები ახლა არის ლიმანის, ბახმუტის, ავრიივკასა და მარინკას მიმართულებები, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ანგარიშშია.
უწყების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ამ მიმართულებებით მოწინააღმდეგის 58 შეტევა მოიგერიეს.
“ბახმუტის მიმართულებით, მტერი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლის მოპოვენის მცდელობებს, ქალაქისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამასთან, მტერმა წარუმატებლად შეუტია ბოგდანოვკას და ხრომოვოს დასახლებებს - უკრაინელებმა იქ 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, - აცხადებენ გენშტაბში.
დონეცკში ყველაზე სასტიკი ბრძოლები ქალაქებისთვის, ავდიივკასა და მარინკასთვის მიმდინარეობს, სადაც უკრაინელებმა მტრის 20-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.
გენშტაბში აცხადებენ, რომ შახტიორსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებებით, ბოლო დღის განმავლობაში, მტრის შეტევითი მოქმედებები არ დაფიქსირებულა.