„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ლემშვენიერა, ქესალო, ნაზარლო, ვახტანგისი 11 აპრილს 07:00დან 12 აპრილის 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება.
„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 11-12 აპრილს ყაზახ-საგურამოს 1000მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 11 აპრილს 07:00დან 12 აპრილის 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლემშვენიერა, ქესალო, ნაზარლო, ვახტანგისი.
გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.