რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკის გამოყენება დაიწყეს, ქალაქში სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
„მტერი გადავიდა ეგრეთ წოდებულ „სირიულ“ გადამწვარი მიწის ტაქტიკაზე. ისინი ანადგურებენ შენობებს და პოზიციებს საჰაერო დარტყმებითა და საარტილერიო ცეცხლით. ბახმუტის თავდაცვა გრძელდება. სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“, - აღნიშმა სირსკიმ.
მისი თქმით, რომ ბრძოლა ორივე მხრიდან მძიმეა.
ცნობილია, რომ 9 აპრილს სირსკიმ ბახმუტის მიმართულებით ფრონტის ყველაზე ცხელი სექტორი მოინახულა. ის სამხედრო ნაწილების მეთაურებს გაესაუბრა და ადგილზე ოპერატიული გადაწყვეტილებები მიიღო.