გმირთა მოედანზე შუქნიშანი დამონტაჟდება

თბილისის მერია საცობების შემცირების მიზნით, გმირთა მოედანზე ინფრასტრუქტურული ცვლილების განხორციელებას გეგმავს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, კვანძზე შუქნიშნის მოწყობა იგეგმება, რის შედეგადაც ნაკადების დაყოფა მოხდება, რაც გამტარუნარიანობას გააუმჯობესებს.

კალაძის თქმით, სამუშაოები უახლოეს ხანებში დაიწყება.

„ვგეგმავთ ცვლილებები შევიტანოთ გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში. ერთ-ერთ პრობლემური კვანძია, სადაც ძალიან ბევრი ავტომობილი იყრის თავს და უბრალოდ გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით, პიკის საათებში. დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევებით. მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი კვანძია, სადაც საზოგადოებრივი და კერძო ავტოტრანსპორტის დიდი რაოდენობა იყრის თავს. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე, რაც გადადგილების თვალსაზრისით ძალიან დიდ შეფერხებებს ქმნის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას. წრიულზე ნაკადები ერთად იყრის თავს და ე.წ. ძაბრი ჩნდება, რაც გამტარუნარიანობის თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს. კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადების დაყოფა მოხდება, რაც გამტარუნარიანობას გააუმჯობესებს. დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება, როგორც კერძო ავტომობილების, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე. დაგეგმილ ცვლილებებზე უკვე მომზადდა სიმულაციური მოდელირება, რაც ნათლად მიუთითებს შერჩეული გადაწყვეტილების ეფექტურობაზე. ამ სამუშაოებს უახლოეს დღეებში დავიწყებთ და ძალიან მალე ვეცდებით, რომ მოხდეს მათი დასრულება,“ -განაცხადა კალაძემ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში