საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის კოლხეთის საცდელ–ეკოლოგიურ პუნქტში, პირველად საქართველოში, შავი ზღვის ობსერვატორია დაფუძნდება. პარალელურად, ინსტიტუტის მეცნიერები შავი ზღვის ეკოლოგიურ პრობლემებს შეისწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულმა საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმმა, რომლის შემადგენლობაში შედის მსოფლიოს ექვსი ქვეყანა - საქართველო, აშს, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, მოამზადა საგრანტო პროექტი - „შავი ზღვის უსაფრთხოებისა და დაბინძურების რისკების კონტროლი რიცხვითი მოდელების გამოყენებით“, ნატოს სტანდარტების გათვალისწინებით. პროექტი 2023-2025 წლებში განხორციელდება.
საერთაშორისო კონსორციუმის შემადგენლობაში მსოფლიოს ისეთი წამყვანი უნივერსიტეტები და ორგანიზაციებია გაერთიანებული, როგორიცაა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), კარდენიზის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი (ტრაპიზონი, თურქეთი), ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის კლიმატის, ატმოსფეროს და წყლის რესურსების ინსტიტუტი (სოფია, ბულგარეთი), გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია, გარემოს დაცვის ეკოცენტრი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით საერთაშორისო მეცნიერული თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა და კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ჯერ კიდევ 2019 წელს გაფორმდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა პროექტის შემუშავება.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა დაიწყო აქტიური მუშაობა სამეცნიერო საერთაშორისო კონსორციუმთან და ჩაუდგა სათავეში საგრანტო პროექტს – „შავი ზღვის უსაფრთხოებისა და დაბინძურების რისკების კონტროლი რიცხვითი მოდელების გამოყენებით“ ნატოს სტანდარტების გათვალისწინებით. 2022 წელს დასრულდა პროექტზე მუშაობა და გადაგზავნილ იქნა ბრიუსელში (ბელგია) ნატოს შტაბ–ბინაში დაფინანსების მიზნით. პროექტის დამუშავება გათვალისწინებულია 3 წლის განმავლობაში (2023–2025 წწ.) და ბიუჯეტი შეადგენს 348 000 ევროს. პროექტი არის მასშტაბური და რაც მთავარია, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის მიზანია პირველად საქართველოში შავი ზღვის ობსერვატორიის დაფუძნება ნატოს სტანდარტების გათვალისწინებით. ობსერვატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის კოლხეთის საცდელ–ეკოლოგიურ პუნქტში (ქ. ფოთი) განთავსდება. პარალელურად შავი ზღვის ეკოლოგიური კვლევებისათვის გათვალისწინებულია ჰიდროდინამიკური მოდელების დამუშავება და დაბინძურების რისკებისა და კონტროლისათვის ციფრული ინოვაციური მოდელების დამუშავება“, - აცხადებს სტუ-ის რექტორი.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის აკადემიკოს, გივი გავარდაშვილის განცხადებით, მეცნიერები პროექტში - „შავი ზღვის უსაფრთხოებისა და დაბინძურების რისკების კონტროლი რიცხვითი მოდელების გამოყენებით“, ნატოს სტანდარტების გათვალისწინებით, დიდი ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ რისკებზე, როგორიცაა: ნავთობტერმინალების გადაადგილება, ტანკების ჩაძირვის შესაძლებლობები, აგრეთვე, სამხედრო და ტერორისტული თავდასხმები შავი ზღვის პორტებში. ასევე, პროექტში გათვალისწინებულია შავი ზღვის აკვატორიის მდინარეთა ესტუარებისათვის ციფრული მოდელების დამუშავება, რომლითაც დადგინდება ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დაბინძურების დონეების რისკები, კერძოდ, წყალდიდობის, წყალმოვარდნების, ეროზიულ–ღვარცოფული პროცესები და ა. შ.
ამ რისკების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე შემუშავდება შავი ზღვის უსაფრთხოების მათემატიკური მოდელი შესაბამისი მეთოდოლოგიის დამუშავებით.
პროექტის შედეგების ტესტირება საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, ასევე უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის სანაპირო ზოლში მდებარე დიდ ნავსადგურებსა და ტურისტულ ზონებში ინფრასტრუქტურის მდგრადობის უზრუნველსაყოფად განხორციელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.