საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბანკის მორიგ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოში ელექტრონული გადახდების წახალისების მიზნით, ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკში საგადახდო ბაზრის მონაწილეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრა გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე - პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. მან ისაუბრა ელექტრონული გადახდების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკისათვის, ეროვნული ბანკის გეგმებზე და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს 2022 წლის დეკემბერში საქართველოში ელექტრონული გადახდების განვითარების დონის ანალიზისა და გამოწვევების იდენტიფიცირებისათვის.

„შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ ფორმატში. მსოფლიო ბანკის სპეციალისტებმა საქართველოს საგადახდო ბაზრის მონაწილეებს (კომერციულ ბანკებს, საგადახდო სისტემებს და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, საერთაშორისო საბარათე სისტემებს) გააცნეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, ბაზრის შეფასებები და მოლოდინები ელექტრონული გადახდის საშუალებების განვითარებასთან მიმართებაში. თავის მხრივ, ბაზრის მონაწილეებმა იმსჯელეს ბაზარზე არსებულ ბარიერებზე და მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე როგორც მომხმარებელთან, ასევე სავაჭრო-მომსახურების ობიექტებთან მიმართებაში. მათ ასევე წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები და შეთავაზებები საქართველოში ელექტრონული გადახდების შემდგომი განვითარების დასაჩქარებლად.

საქართველოს ეროვნული ბანკი, პარტნიორებთან ერთად, კვლავაც გააგრძელებს ქვეყანაში ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა