ვატო სურგულაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - აბსოლუტურად მოუმზადებელი პრეზენტაცია იყო - მგონი, კონცეფცია ამ კვირაში დაწერეს

აბსოლუტურად მოუმზადებელი პრეზენტაცია იყო. მგონი, კონცეფცია ამ კვირაში დაწერეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, ვატო სურგულაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუჯეტში ექიმებისთვის გასაცემი ანაზღაურების შესახებ არაფერი წერია. ამასთან, აღნიშნავს, რომ უცნობია, კლინიკის დემონტაჟის შემთხვევაში რამდენი წლის განმავლობაში მიიღებენ ექიმები ანაზღაურებას.

„აბსოლუტურად მოუმზადებელი პრეზენტაცია იყო. მგონი, კონცეფცია ამ კვირაში დაწერეს. ყველაფერი მოუმზადებელია - რა რისკებია, სად აშენდება, როგორ აშენდება, რა დასკვნებია?! რაც შეეხება ანაზღაურებას, ბიუჯეტში არ დევს ანაზღაურება, რაც უნდა გასცენ.

უცნობია, არავინ იცის ეს ანაზღაურება 3 წელზე იქნება გაწერილი, თუ 4 წელზე?! ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს გაწერილი. სად აპირებენ ამდენი ადამიანის დასაქმებას? იცით, რაც მოხდა ონკოლოგიურ ცენტრში, დაჰპირდნენ და დღემდე დანგრეულია. კერძო სტრუქტურაში აპირებენ ამ ექიმების დასაქმებას?! სჭირდებათ კი მათ ამდენი ექიმი?!

რესპუბლიკურის კოლექტივის დაშლა შეცდომა იქნება“, - აღნიშნავს სურგულაძე.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ