სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი - შემოთავაზებულ პროექტს მივესალმები და მჯერა, რომ რამდენიმე წელიწადში, ქვეყანას ექნება ძლიერი ბაზა

წლების წინ, აქ ჩამოსული იყვნენ ჩვენი უცხოელი კოლეგები და როდესაც ეს კლინიკა (რესპუბლიკური) შეისწავლეს, მათი აზრიც ასეთი იყო, რომ მისი რეაბილიტაცია ძალიან რთული იქნებოდა და რჩევაც, რომ აქ აშენებულიყო ახალი საავადმყოფო, - აღნიშნულის შესახებ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ ორჯონიკიძემ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს, როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, საავადმყოფოს განვითარებას მიესალმება.

„ჩემი აზრით, ეს კლინიკა ყოველთვის უნდა იყოს სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქვეყნის ძირითადი ბაზა, ექიმების მომზადებისთვის. დღევანდელ პრობლემასთან მიმართებაში შემიძლია გითხრათ, რომ 2025 წლისთვის, ახალი მოთხოვნები იქნება კლინიკებთან დაკავშირებული, რომლის დაკმაყოფილება ქვეყანაში სულ რამდენიმე კლინიკას თუ შეუძლია. რაც შეეხება შემოთავაზებულ პროექტს, მე მივესალმები და მჯერა, რომ ეს განხორციელდება და რამდენიმე წელიწადში, ქვეყანას ექნება ძლიერი ბაზა”, - განაცხადა თსსუ-ს კანცლერმა, ზურაბ ორჯონიკიძემ.

აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თეა თავართქილაძემ.

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო მთელი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტია და დარწმუნებულია, რომ სამინისტროსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს შორის კონსენსუსი მიიღწევა.

„დარწმუნებული ვარ სამუშაო პროცესში ყველა ის პრობლემა და საკითხი, რაც დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს აწუხებს, განხილულ იქნება და მივაღწევთ საერთო კონსენსუსს“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ღონისძიებაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით, არსებულ გეგმებზე ინფორმაცია მიეღოთ. განიხილეს კლინიკაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. იმსჯელეს, ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე. აღინიშნა, რომ მრავალი, ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფო, ცენტრალური, მულტიფუნქციური კლინიკის არსებობა ქალაქის ცენტრში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი