კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უპრეცედენტო საერთაშორისო პროექტში - Qualification Requirements for University Graduates in Health Tourism მონაწილეობს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) უპრეცედენტო საერთაშორისო პროექტში - Qualification Requirements for University Graduates in Health Tourism მონაწილეობს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტი დაფინანსებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD–German Academic Exchange Service) მიერ და მას ხელმძღვანელობს გერმანიის დეგენდორფის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (TID -Deggendorf Institute of Technology, Germany).

მათივე ცნობით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად პროექტში მონაწილეობენ:

  • ESPA - ევროპის სპა ასოციაცია (ბრიუსელი, ბელგია)
  • ECRI (European Campus Rottal–inn)-დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტის საერთაშორისო ფაკულტეტი (პფარკირჰენი, გერმანია)
  • VSE - პრაღის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი (პრაღა, ჩეხეთი)
  • BMU - ბუდაპეშტის მეტროპოლიტენ-უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი)
  • FTHM - რიჟეკას უნივერსიტეტი (რიჟეკა, ხორვატია)
  • LU - ლვოვის უნივერსიტეტი (ლვოვი, უკრაინა)

„პროექტის მიზნებია: გერმანიის, ჩეხეთის, უნგრეთის, ხორვატიის, უკრაინისა და საქართველოს სამედიცინო ველნეს& სპა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ინოვაციური განათლებისა და კვლევების მეშვეობით; ჯანმრთელობის ტურიზმის ბიზნეს სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა; სამედიცინო ველნეს&სპა ტურიზმში ერთობლივი სასწავლო კურსებისს და სამაგისტრო პროგრამის შექმნა-განხორციელება; ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელება; ყოველწლიური „საზაფხულო სკოლის“ ორგანიზება გერმანიაში, ყველა მონაწილე ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტთა და პროფესორთათვის.

ამ უნიკალური პროქტის ფარგლებში, ექვსი უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობით შეიქმნა ერთობლივი კურსი „Medical Wellness & Spa Management“. აღნიშნული კურსის ფარგლებში, ონლაინ ლექციების ციკლი განხორციელდება 2023 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით და მოიცავს 15 თემას, რომელთაც ჩაატარებენ მონაწილე უნივერსიტეტების პროფესორები. სპიკერებს შორისაა, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, მაია უკლება. პროექტში ჩართულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისა და მედიცინის ფაკულტეტის 25 სტუდენტი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა