ალექსანდრე ლუკაშენკო - მინსკს სურს, რუსეთისგან დაცვის გარანტიები მიიღოს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკს სჭირდება გარანტიები მოსკოვისგან, რომ საგარეო აგრესიის შემთხვევაში, რესპუბლიკას საკუთარი ტერიტორიის მსგავსად დაიცავს.

„(ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების) მოლაპარაკებების დროს გაჟღერდა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია იცავს ბელარუსს, როგორც საკუთარ ტერიტორიას. აი, უსაფრთხოების ასეთი გარანტიები გვჭირდება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი განმარტებით, უსაფრთხოების თემა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრისას წამოჭრა.

„ეს საკითხი წამოვაყენე რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დროს. მან აბსოლუტურად ყველა მიმართულებით დამიჭირა მხარი. მისი თქმით, უნდა გადავამოწმოთ ჩვენი ყველა ხელშეკრულება და შეთანხმება, რათა ვნახოთ, რა სახელმწიფოთაშორისი ხასიათის ნორმატიული სამართლებრივი აქტის მიღება უნდა მოხდეს ახლა ბელარუსის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შეხვდება.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი