„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი და Smeda • მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია თანამშრომლობას იწყებენ.
„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხარეები თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს ხვალ მოაწერენ.
„ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორი კახაბერ კორძაია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარიკა კლდიაშვილი. შეხვედრის ფარგლებში, ბიზნესასოციაცია SMEDA-ს პრეზენტაციას წარადგენს, Smeda მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი გიგა ფაიქიძე, ხოლო „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები საქართველოში“ შესახებ, Piece of BBN-ის დამფუძნებელი, SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის ”Starta“-ს მონაწილე ანა ლაცაბიძე ისაუბრებს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართება დისკუსია თემაზე: „ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებული არსებული რეალობა და გამოწვევები საქართველოში“.
ცნობისთვის, SMEDA არის პირველი ციფრული ასოციაცია საქართველოში, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომლის მიზანია იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ზრდას და განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.