„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, Altera Audit-ი მცირე და საშუალო ბიზნესს საგადასახადო აუდიტის ავტომატიზაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობს.
როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროგრამაში ჩართულ პირველ 100 მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა ისარგებლოს საგადასახადო რისკების შემფასებელი პროგრამის „ალტერას“ ერთჯერადი მომსახურებით, საფასურის 70%-ს კი, „საქართველოს ბანკი“ დააფინანსებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ALTERA ბიზნესის საბუღალტრო მონაცემების შესწავლის საფუძველზე შესაძლო საგადასახადო რისკებს დაადგენს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აღნიშნული რისკების პრევენციაში დაეხმარება.
მათივე ცნობით, ALTERA-ს მომსახურების პროგრამით სარგებლობას VISA ბიზნესბარათის მფლობელი კომპანიები შეძლებენ. შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ მითითებულ ბმულს.
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესმომხმარებლებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას და სერვისებს ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან. ამჯერად, ALTERA ბიზნეს მომხმარებლებს ერთჯერად მომსახურებას გაუწევს. Alter Audit-ი უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფაა აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-სგან, რომელიც კომპანიის საგადასახადო რისკებს აიდენტიფიცირებს, განსაზღვრავს საგადასახადო შემოწმების ალბათობას და მომხმარებლებს აძლევს რეკომენდაციებს ფინანსური აღრიცხვის კუთხით“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ბარათაშვილი.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ALTERA (www.altera.ge) არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს ციფრული მიმართულება. ALTERA-ს მიზანია, ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და იმგვარად გამარტივება, რომ მაქსიმალურად კომფორტული, მოსახერხებელი და ხარჯთეფექტური იყოს მომხმარებლისთვის. ALTERA-ს პროდუქტები მორგებულია როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესზე. Altera Audit-ის გარდა Altera მომხმარებელს სთავაზობს ფინანსური ანგარიშგების და ფინანსური ანალიტიკის ავტომატიზაციის პროგრამებს.
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ბიზნესისთვის საჭირო კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის საბუღალტრო, საგადასახადო და ფინანსური მიმართულებით. Loialte-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.loialte.com.ge.