ნინო ქადაგიძე - კელი დეგნანთან მქონდა დახურული შეხვედრა - ჩვენ არავის არავისგან არ ვიცავთ, მათ შორის, არც აშშ-სგან, ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განცხადებით, მასსა და აშშ-ს ელჩ, კელი დეგნანს შორის შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვებს აშშ-ს მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის დასანქცირების შესახებ.

“ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ელჩთან გვქონდა, კი. ქალბატონ კელისთან მე მქონდა დახურული ტიპის შეხვედრა, პარასკევს”, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ნინო ქადაგიძის თქმით, მოსამართლეები მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვენ.

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არავის არავისგან არ ვიცავთ, მათ შორის, არც აშშ-სგან. ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს. თქვენ იცით, რომ მე ძალიან ხშირად არ ვსაუბრობ იმ კულუარულ ვითარებებზე, რაც ხდება სასამართლოს შიგნით. აქედან გამომდინარე, მე ცალსახად განგიმარტავთ, რომ ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება ბრალად დასდო მოსამართლეს, ეს არის კორუფციული დანაშაულის ჩადენა და ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს სასამართლოს დისკრედიტაციის თვალსაზრისით, ეს არის ის, რომ სასამართლო არის კორუმპირებული. აქედან გამომდინარე, ხაზგასმით აღვნიშნავ, მე პირადად, მქონდა შეხვედრები და მქონდა თხოვნა, წარმოდგენილიყო არათუ პირდაპირი მტკიცებულებები, არამედ მინიშნება, რას ედავებიან და რაში სდებენ ბრალს ჩვენ სამ მოსამართლეს. პასუხი ამაზე არის ასეთი - ეს არის ღია, საჯარო ინფორმაციები. თუ თქვენ მიმითითებთ, რომელია ეს ღია, საჯარო ინფორმაციები, მაშინ მე დაგეთანხმებით, რომ ჩვენ ვინმესგან თავის გვაქვს დასაცავი. ჩვენ არავისგან თავი დასაცავი არ გვაქვს. არცერთ ეტაპზე და არცერთ მოცემულობაში”, - განაცხადა ქადაგიძემ.

ნინო ქადაგიძეს შეკითხვა დაუსვეს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მან უპასუხა, რომ მიმდინარე საქმეზე ის ვერ ისაუბრებს.

მან ასევე, უპასუხა კითხვას, რომ დღეს მოსამართლეებს პრემიერ-მინისტრი შეხვდა და მაშინ, რა საჭირო იყო ეს ფორმატი, თუკი სასამართლოს არაფერი აქვს დასაცავი.

“ჩვენ შეგვწევს იმის ძალები, რომ ჩვენ თვითონ დავიცვათ ჩვენი თავი, მაგრამ სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით თქვენ იცით, თანამდებობრივად, რა უწყებები და ორგანოები ემორჩილება პრემიერს. აქედან გამომდინარე, ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არის სასამართლოსთვის შიდაკულუარულად ცნობილი, მნიშვნელოვანია, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია ჰქონდეს პრემიერს და დანარჩენის, შესაბამისად გადაწყვეტილება სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვისა, ეს უკვე არის პრემიერის პრეროგატივა”, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შესაძლო შექმნას, ნინო ქადაგიძის თქმით, მოსამართლეებს არავის დახმარება არ სჭირდებათ, მათ შორის არც კომისიის.

“ზოგადად მე არ ვიცი, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ კომისიის შექმნის ფორმატი, კონსტიტუციის მოწყობიდან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა, როგორც იურისტისთვის ძნელია, ამაზე განმარტების გაკეთება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვჭირდება არავის დახმარება, მათ შორის არც კომისიის. წარმოდგენილი იქნას ფაქტები, წარმოდგენილი იქნეს მტკიცებულებები და სასამართლოს აქვს თავისი რესურსი, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი, დეტალურად აქვს გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს მოსამართლის მიმართ დევნის დაწყება. იმ პირობებში, როდესაც მოსამართლის მიმართ დანაშაულის ნიშნები იკვეთება, ესეც კანონმდებლობაში პუნქტობრივად არის გაწერილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს რესურსი გაგვაჩნია. თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ სიამოვნებით, პირადად მე ვიქნები გარანტორი, როგორც საზოგადოების ისე ნებისმიერი ჩემი მოსამართლის და მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მექნება მყისიერი რეაგირება და პირველი ამას თქვენ გაიგებთ”, - განაცხადა ჟურნალისტებთან ნინო ქადაგიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი