„ალდაგმა“ ქართული ლუდის კომპანიას 320 000 ლარი აუნაზღაურა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ ქართული ლუდის კომპანიას სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი 320 ათას ლარი სრულად აუნაზღაურა.

„ალდაგის“ ინფორმაციით, ლუდსახარში ზედაზენის საწარმო, საგურამოში გასული წლის ზაფხულში ძლიერი ნალექის შედეგად ნაწილობრივ დაიტბორა. დაზიანდა საწარმოს, როგორც შიდა ისე გარე ტერიტორია.

კომპანიის ცნობით, ქართული ლუდის კომპანია ბიზნესთან დაკავშირებული რისკების სრული დაზღვევით სარგებლობდა, რის საფუძველზეც საწარმომ, „ალდაგის“ მხარდაჭერით, სრულფასოვნად შეძლო ზიანის აღდგენა.

„ქართული ლუდის კომპანიამ“ „ალდაგთან“ თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიას ვეხმარებით ზიანის შემცირებაში და ხელს ვუწყობთ, რომ დანაკარგების გარეშე გააგრძელოს ოპერირება და ბაზრის ქართული პროდუქციით დაკმაყოფილება. ამ მასშტაბის ზიანის აცილება, გვჯერა, რომ მხოლოდ დაზღვევით არის შესაძლებელი და გვიხარია, რომ ქართულ კომპანიებს შორის რისკების დაზღევევა სულ უფრო გავრცელებული პრაქტიკა ხდება,“- განაცხადა „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.

„საწარმოს ოპერირებისას მნიშვენლოვანია სწორი და საიმედო სადაზღვეო პარტნორის ყოლა, ზარალის დადგომისას, განსაკუთებით სტიქიური მოვლენის წინაშე, ყველა უძლურია. სწორედ ქართული ლუდის კომპანიას და სადაზღვეო კომპანია ადლაგის თანამშრომლობის შედეგად შევძელით, რომ მოკლე დროში აღგვედგინა საწარმოს სრულფასოვანი ციკლი და ჩვენი ბიზნესიასთვის აქტიურ სეზონზე მომხარებლისათვის შეუფერხებელი მიგვეწოდებინა საწარმოში დამზადებული პროდუქცია“, - განაცხადა სს. ქართული ლუდის კომპანიის დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში