დონეცკის გუბერნატორი - რუსებმა ავდიივკა ნანგრევებად აქციეს, ქალაქში 1 800 მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი

ავდიივკას „ნანგრევებში“ ამჟამად მხოლოდ 1 800 მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს. ამის შესახებ დონეცკის ოლქის გუბერნატორმა, პავლო კირილენკომ განაცხადა.

”რუსებმა ავდიივკა სრულ ნანგრევებად აქციეს”, - აღნიშნა კირილენკომ.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან ავდიივკაში, ყოველდღე რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ სიცოცხლეს.

კირილენკოს ინფორმაციით, დღეს დილით რუსულმა ძალებმა ქალაქი დაბომბეს, რის შედეგადაც მრავალსართულიანი შენობა განადგურდა, თუმცა, შენობის ყველა მცხოვრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა, რის გამოც თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მედიის ინფორმაციით, ავდიივკას მოსახლეობა, რომელიც ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 90 კილომეტრში მდებარეობს, ომამდე 32 000-ს ადამიანს შეადგენდა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს