საფრანგეთს არ შეუძლია უკრაინაში სამშვიდობო შუამავლობა, რადგან ის "ირიბად და პირდაპირაა ჩართული“ ამ კონფლიქტში. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ „ძნელი წარმოსადგენია აქ რაიმე შუამავლობის ძალისხმევა“.
გარდა ამისა, კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინაში სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის გეგმები არ არსებობს.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, აღდგომის ზავის იდეა „არავის მიერ არ არის შემოთავაზებული, ეს საკითხი არ არის წამოყენებული“.