CIU-ში სეკულარიზმის საკითხთან დაკავშირებით პანელური დისკუსია გაიმართა

10 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტების ერთობლივი ორგანიზებით, პანელური დისკუსია გაიმართა, თემაზე: „სეკულარიზმის იდეა საქართველოში - სამართლებრივი და თეოლოგიური კონტექსტი“.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, დისკუსიას სამართლის დოქტორი, CIU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, თინათინ ერქვანია და CIU-ს რექტორის მრჩეველი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე, გიორგი ფარეშიშვილი უძღვებოდნენ.

მათივე ცნობით, პანელური დისკუსიაზე იმსჯელეს სეკულარიზმის კონსტიტუციური პრინციპის აღმწერ ნორმატიულ კატეგორიებსა და შესაბამის თეოლოგიურ ასპექტებზე, საკითხი კი წარმოდგენილი იყო ქართული კონსტიტუციური წესრიგის და შედარებით-სამართლებრივი პერსპექტივების გათვალისწინებით.

“თინათინ ერქვანიამ საკითხის სამართლებრივ ასპექტებზე ისაუბრა, ხოლო გიორგი ფარეშიშვილმა ყურადღება რელიგიურ (ქრისტიანობისა და ისლამის მაგალითი) ასპექტებზე გაამახვილა.

დისკუსიის მეორე ნაწილში მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა საკითხის განხილვაში და სპიკერებისთვის კითხვები დაესვათ.

დისკუსიაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ და სპიკერებს საინტერესო საუბრისთვის მადლობა გადაუხადეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნანა ამირანაშვილმა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ.

ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი