ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 100 სამხედრო დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლა მოხდა, რის შედეგადაც 100 უკრაინელი დაბრუნდა სახლში. 80 მათგანი კაცია, ხოლო 20 ქალი.

ერმაკის თქმით, მათ შორის იყვნენ სამხედროები, მეზღვაურები, მესაზღვრეები და ეროვნული გვარდიის სამხედროები.

გარდა ამისა, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, გათავისუფლებულთა შორის არიან "მარიუპოლის, აზოვსტალისა და ჰოსტომელის დამცველები".

უკრაინული მხარის ცნობითვე, გათავისუფლებული პატიმრების თითქმის ნახევარს სერიოზული დაზიანებები, დაავადებები ან წამების კვალი აქვთ. ამასთან, გათავისუფლებული დამცველებიდან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, დღეს კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 106 რუსი სამხედროს ტყვე დააბრუნეს.

შოიგუს უწყების ცნობით, ისინი მოსკოვში გადაფრინდებიან და სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში