11 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ ირლანდიას ეწვევა.
მედიის ცნობით, ის ბელფასტში სამშვიდობო შეთანხმების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად ჩავა, რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდიაში ძალადობის დასრულებას ხელი შეუწყო.
აშშ-სი პრეზიდენტი ირლანდიის რესპუბლიკასაც ეწვევა, მათ შორის დუბლინს, ლაუთისა და მეიოს საგრაფოებს.
როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ოთხდღიანია.