რუსეთის სასამართლომ ომის წინააღმდეგ აქციისას სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდების გამო ორ მამაკაცს 19-19 წლით პატიმრობა შეუფარდა

რუსეთის სასამართლომ ორ მამაკაცს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ომის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდების გამო.

მედიის ცნობით, რომან ნასრიევმა და ალექსეი ნურიევმა 2022 წლის 11 ოქტომბერს, უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციისადმი პროტესტის ნიშნად, "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ ბაკალის ადმინისტრაციულ შენობას, სადაც სამხედრო კომისარიატია განთავსებული.

როგორც მედია წერს, დაცვის თანამშრომელმა ხანძრის სწრაფად ჩაქრობა მოახერხა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ეფ-ეს-ბე) თანამშრომლებმა კი ნასრიევი და ნურიევი შენობისთვის ცეცხლის წაკიდებიდან მალევე დააკავეს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი