ოლექსი რეზნიკოვი F-16 საბრძოლო თვითმფრინავების პილოტებს უკრაინაში იწვევს

ოლექსი რეზნიკოვი F-16 საბრძოლო თვითმფრინავების პილოტებს უკრაინაში იწვევს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი იმ უცხოელ მფრინავებს, რომლებსაც F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვა შეუძლიათ, უკრაინის დასაცავად იწვევს.

კერძოდ, თავდაცვის მინისტრი უცხოელ სპეციალისტებს, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ უცხოური ტექნიკის გამოყენება, აქვთ შესაბამისი ნებართვები და დოკუმენტებზე წვდომა, უკრაინაში სამუშაოდ ჩასვლას სთავაზობს.

„ეს ასევე ეხება პილოტებს. თუ არსებობენ მფრინავები, რომლებმაც F-16-ის მართვა იციან და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ (ომში), უცხოური ლეგიონი მზადაა, კარის გააღოს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.