ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს კოვიდ-19-ის გამო დაწესებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობის დასრულების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაწესებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობის დასრულების შესახებ.

ეროვნული საგანგებო მდგომარეობის დასრულების შესახებ კანონპროექტი სენატმა გასულ თვეში 68 ხმით 23-ის წინააღმდეგ მიიღო, მოგვიანებით კი მას წარმომდგენელთა პალატამაც დაუჭირა მხარი.

ამასთან, თეთრ სახლში განმარტავენ, რომ 11 მაისამდე ძალაში რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს უზრუნველყოს უამრავი ამერიკელი უფასო ტესტებით, მკურნალობითა და ვაქცინებით.

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლი პანდემიის გამო დაწესებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობის დასრულებას 11 მაისისთვის გეგმავდა და კანონპროექტის მიმართ წინააღმდეგობაც გამოხატა, მაგრამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ხელს მოაწერდა, თუ ის მის სამუშაო მაგიდაზე აღმოჩნდებოდა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა