უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მტრის 52 შეტევა მოიგერიეს, რუსების ვერტმფრენი და 9 დრონი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტერი გრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. ჩვენმა დამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებებით, მტრის 52 შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 39 საჰაერო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის ოთხი S-300 ტიპის ზაპლური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან მშვიდობიან ქალაქ კრამატორსკზე. ამასთან, რუსებმა უკრაინის ჯარების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 47-ჯერ გახსნეს.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას და ცდილობს ქალაქ ბახმუტზე კონტროლის მოპოვებას, ბრძოლა გრძელდება. სასტიკი ბრძოლებო გრძელდება ქალაქებისთვის, ავდიივკასა და მარინკასთვისაც.

გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალების ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღის განმავლობაში ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს 8 დარტყმა მიაყენა. ამასთან, უკრაინელებმა რუსების კუთვნილი „მი-24“ ტიპის ვერტმფრენი, ასევე 9 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

„თავის მხრივ, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიას და მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი