საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ, შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ბათუმის და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 8 რეისს ნიშნავს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დამატებითი რეისები, შიდა ფრენების მიმართულებით 13-22 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

13 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური გაფრენა -14:30 საათზე, ამბროლაური - ნატახტარი გაფრენა -14:30 საათზე.

17 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური გაფრენა - 15:00 საათზე, ამბროლაური - ნატახტარი გაფრენა - 16:30 საათზე.

14 აპრილი: ნატახტარი - მესტია გაფრენა - 10:30 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა - 12:10 საათზე.

15 აპრილი: ნატახტარი - მესტია გაფრენა - 9:30 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა 11:30 საათზე;

18 აპრილი: ნატახტარი - მესტია გაფრენა - 13:00 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა 15:00 საათზე;

22 აპრილი: ნატახტარი - მესტია გაფრენა -13:30 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა 15:00 საათზე;

15 აპრილი: ნატახტარი - ბათუმი გაფრენა - 13:30, ბათუმი - ნატახტარი გაფრენა 15:20 საათზე;

22 აპრილი: ნატახტარი - ბათუმი გაფრენა - 9:45 საათზე, ბათუმი - ნატახტარი გაფრენა 11:45 საათზე;

მათივე ცნობით, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია