„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით თბილისში Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში” ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდის - Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბანკი ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია, რომელმაც კერძო სექტორთან პარტნიორობით არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა.

„ლიდერ სისტემი“ - ეს არის კომპანია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე Polo Ralph Lauren-ისგან ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლის უფლებას ფლობს. ის არის „პან ეუროიან ფეშენ ჯგუფის“ წევრი, რომელიც წლებია უკვე თბილისში სხვადასხვა ცნობილი ტანსაცმლის ბრენდებს წარმოადგენს. ესენია: თავისუფლების მოედანზე მდებარე ბრენდი Burberry, New Yorker-ის მაღაზიათა ქსელი და სხვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც კომპანიის დირექტორი, ნინი ხულელიძე აღნიშნავს, Polo Ralph Lauren-ის მაღაზია 165 კვ.მ. ფართობს იკავებს.

„უკვე 12 წელია რაც ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ცნობილი ბრენდების შემოყვანით ქართველ მომხმარებელს ვანებივრებთ. ამჯერად, „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით საბურთალოს „სითი მოლში“, ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდ - Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია გავხსენით, რომელიც 165 კვ.მ. ფართობს იკავებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წელს გლდანის „სითი მოლში“ New Yorker-ის კიდევ ერთ მაღაზიას გავხსნით, სადაც დამატებით კიდევ რამდენიმე ადამიანის დასაქმებას შევძლებთ“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, ნინი ხულელიძე.

როგორც „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნიკოლოზ მითაიშვილი განმარტავს, ახლახან კომპანიამ ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდის მაღაზია გახსნა.

„კომპანია „ლიდერ სისტემი“ გახსნის დღიდან ჩვენი პარტნიორია. ის ყოველწლიურად იზრდება და მომხმარებლებს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ ბიზნესს, რომელიც არ ჩერდება და მუდმივად განვითარებაზე ფიქრობს. ახლახან კომპანიამ ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდის მაღაზია გახსნა. წელს ასევე დაგეგმილია კიდევ ერთი მაღაზიის მოწყობა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია ყოველწლიურად ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მხრივ“, - აღნიშნავს ნიკოლოზ მითაიშვილი.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა