სახალხო დამცველის აპარატმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-8 ყოველწლიური ანგარიში მოამზადა

სახალხო დამცველის აპარატმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-8 ყოველწლიური ანგარიში მოამზადა. ანგარიში მიმოიხილავს 2022 წლის განმავლობაში თანასწორობის უფლებების რეალიზაციის მხრივ არსებულ დაბრკოლებებს, რომელსაც ქალები, შშმ პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ლგბტ+ თემის წევრები და სხვა ჯგუფები აწყდებოდნენ. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 153 ფაქტი შეისწავლა, მათგან ყველაზე მეტი- 20% განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევას შეეხებოდა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სქესის/გენდერის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე განმცხადებელთა 13-13% მიუთითებდა. ომბუდსმენის განმარტებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით -11%, ხოლო ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე დისკრიმინაციაზე განმცხადებელთა 10% დავობდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რელიგიისა და პროფესიული კავშირის წევრობის გამო, სავარაუდო დისკრიმინაცია ვლინდებოდა მომართვების 2-2%-ში. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა თანასწორობის საკითხებზე 10 რეკომენდაცია, 3 ზოგადი წინადადება გამოსცა და 2 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მოამზადა.

„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის არის ქალთა მიმართ სავარაუდო შევიწროების ფაქტები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ანგარიშის წარდგენა, გაკეთებული აქცენტების საზოგადოებისთვის გაცნობა და სახალხო დამცველის ამ ყველაფერზე ძალიან მკაცრი რეაგირება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მაგალითები არის მოყვანილი ანგარიშში. ყველა საქმე მნიშვნელოვანია, რაც ანგარიშში არის მოყვანილი",-განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში