„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების" თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი გერმანიაში გაემგზავრნენ.
„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების" ცნობით, ისინი ხვალ შეხვდებიან გაფიცულებს, რათა სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადონ, ადგილზე შეაფასონ მდგომარეობა და შესაბამისი ნაბიჯები დაიგეგმოს.
„უკვე მესამე კვირა დაიწყო, რაც 200-მდე მძღოლია გაფიცული, მათ შორის, 50-მდე ქართველი. დამსაქმებელი, პოლონური კომპანიაა. მძღოლები დაგვიკავშირდნენ ჩვენ. „საქართველოს პროფკავშირებმა“ საქმეში ჩავრთეთ ჩვენი ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის, გერმანიის და ჰოლანდიის პროფკავშირები. დაინიშნა მედიატორი. პირველ ეტაპზე, დამსაქმებელი სიტყვიერად დაჰპირდა მძღოლებს, ნამუშევარის ანაზღაურებას, თუმცა, 3 დღის წინ სიტყვა გატეხა და პოლონეთიდან „შემცვლელი“ მძღოლები ჩაიყვანა და ტრაილერების წართმევა სცადა. გერმანიის პოლიციამ ყველა მათგანი დაადეპორტა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.