სამხრეთ კორეა - პენტაგონის დოკუმენტების ნაწილი, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, გაყალბებულია

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ პენტაგონის გაჟონილ დოკუმენტებში ინფორმაციის „საკმაოდ დიდი რაოდენობა“ გაყალბებულია.

ამასთან, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, მხოლოდ სამხრეთ კორეის შესახებ ნაწილებია გაყალბებული, თუ ზოგადად დოკუმენტები.

გაჟონილ დოკუმენტებში აღწერილია სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების ორ მაღალჩინოსანს შორის საუბარი, რომელიც აშშ-ის მხრიდან საბრძოლო მასალის მოთხოვნას შეეხება. დოკუმენტების თანახმად, ოფიციალური პირები შიშობენ, რომ საბრძოლო მასალის მიწოდება, რომელსაც აშშ უკრაინას გაუგზავნის, დაარღვევს სამხრეთ კორეის პოლიტიკას, რომლის თანახმად ქვეყანა ომში მყოფ ქვეყნებს ლეტალურ დახმარებას არ აწვდის. დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა წამოაყენა წინადადება, რომ საბრძოლო მასალა პოლონეთს მიჰყიდონ.

სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დღეს დილით აშშ-სა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ლოიდ ოსტინმა სამხრეთ კორეელ კოლეგას განუცხადა, რომ ამ საკითხზე აშშ-ს კომუნიკაცია ექნება და სრულად ითანამშრომლებს სეულთან.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა