რომეო მიქაუტაძე განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაში მონაწილეობდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძე განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაში მონაწილეობდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი 34 მემონტაჟეს გადაეცა, რომლებმაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განახლებადი ენერგიის დარგის ექსპერტების, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების მიერ შედგენილი გადამზადების სპეციალური პროგრამა გაიარეს.

უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ კანონისა და მემონტაჟეთა პროგრამის მნიშვნელობაზე ენერგეტიკული სექტორისა და ქვეყნისთვის.

მისი თქმით, განახლებადი ენერგიების პოპულარიზაციისა და შესაბამისი ბაზრის განვითარებასთან ერთად, წარმოიქმნა სერტიფიცირებულ და კვალიფიციურ მემონტაჟეთა საჭიროება.

„მისასალმებელია, რომ ინტერესი ამ პროგრამაში მონაწილეობის მხრივ ძალიან დიდია. მათ შორის, იმ სპეციალისტების მხრიდანაც, რომლებიც მსგავსი ტექნოლოგიების მონტაჟს აქამდეც ახორციელებდნენ. სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობა გაზრდის მათ მიმართ მომხმარებლის ნდობას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება როგორც ბიზნესში, ასევე მცირე საოჯახო მეურნეობებში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების გამოყენებაზე“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირების პროგრამა მოიცავდა სპეციალისტთა გადამზადებას შემდეგი სპეციალობებით: მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი; მზის თერმული სისტემების მონტაჟი; ბიომასის ბოილერების და ღუმელების მონტაჟი და ზედაპირული გეოთერმული სისტემების და თბური ტუმბოების მონტაჟი.

მოკლე მისალმებების შემდეგ, გაიმართა გადამზადებული სპეციალისტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.

რომეო მიქაუტაძესთან ერთად, მასში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარლო კოპალიანმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის პროგრამის დირექტორმა ანა-ვალერი პეტერსმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვა განისაზღვრა კანონით „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ