რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 8 490 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და და 14 244 დაშავდა, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა.
ორგანიზაციის შეფასებით, გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და რუსული ძალების თავდასხმის ქვეშ დაფიქსირდა, მათ შორის 3 927 ადამიანი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაიღუპა, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა.
„გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი თვლის, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ფერხდება ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დაუდასტურებელია“, - აცხადებენ გაერო-ში.
ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლუგანსკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში და დონეცკის ოლქის ქალაქებში - ლისიჩანსკში, პოპასნაისა და სევეროდონეცკში დაიღუპა და დაშავდა.