ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ ინდექსით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასება დადებითი ქულით აღინიშნა და რეგიონში ლიდერობს

ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასება ზედიზედ მეცხრე წელს, კერძოდ, 2013-2022 წლებში, დადებითი ქულით აღინიშნა.

საქართველო 0,45 ქულით ბოლო 6 (2017-2022) წლის მაქსიმუმზეა. საქართველო უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობით უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ევროკავშირის და ნატო-ს რამდენიმე წევრს. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ა.შ.

V-dem ინსტიტუტს 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობა დადებითი ნიშნით აქვს შეფასებული. 2004-2012 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასება 0-ზე დაბალი ქულით, ანუ უარყოფითი ნიშნით იყო შეფასებული ზედიზედ 9 წლის განმავლობაში.

იქამდე, კერძოდ 1998-2003 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების ქულა დადებითი ნიშნით იყო, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2022 წლის მაჩვენებელს.

უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსის მიხედვით ლიდერი სახელმწიფოებია ლატვია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბოლო ადგილებზე კი დასახელდა რუსეთი, მიანმარი, აზერბაიჯანი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა და ბელარუსი.

„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური პროექტი, სამეცნიერო მონაცემების შეგროვების და ანალიზის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.

„დემოკრატიის მრავალფეროვნების“ (V-DEM) უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსი

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ