საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების კურსდამთავრებულებს საერთაშორისო სერთიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების კურსდამთავრებულებს საერთაშორისო სერთიფიკატი გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი; სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი -მარგალიტა არაბიძე; გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) წარმოამდგენლები; Peters, Anne-Valerie- GIZ-საქართველოს სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის პროგრამის დირექტორი ენ-ვალერი პეტერსი და სერთიფიცირებული მემონტაჯეების პირველი ნაკადისა და სტუ-ის ენეგგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები.

საერთაშორისო სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გახსნა. პროფესორმა კარლო კოპანიანმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის პარტნიორებს თანამშრომლობისთვის. როგორც კანცლერმა აღნიშნა, მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების პროგრამა ევროკავშირის დაკვეთით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით საქართველოში პირველად განხორციელდა.

„საქართველოს პარლამენტმა, 2019 წელს დაამტკიცა კანონი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“. ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო მოკლევადიანი პროგრამით მემონტაჟეების მომზადება/გადამზადება. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა განახორციელა განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა გადამზადების პროგრამა. განახლებადი ენერგიის დარგის ექსპერტების დახმარებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ძალისხმევით მომზადდა განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხი მოკლევადიანი პროგრამა, თითოეული 75 საათის ხანგრძლივობით. დღეს ჩვენ გადავცემთ საერთაშორისო სერთიფიკატებს კურსდამთავრებულთა პირველ ნაკადს. მინდა წარმატება ვუსურვო მათ“, - განაცხადა სტუ-ის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს პროექტის განხორციელებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროცესი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება.

„სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ, რომ ამ ურთიერთანამშრომლობის ფორმატში კიდევ მეტი პროექტი განხორციელდება. ჩვენი ვალია ახალგაზრდებს, სტუდენტებს უკეთესი გარემო შევთავაზოთ, ამიტომ ძალიან მალე ვაპირებთ საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტებს, მათ შორის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, შევთავაზოთ თანამშრომლობის ახალი პლატფორმა, რომლითაც სტუდენტებს დასაქმების საშუალება მიეცემათ. ეს იქნება ნებისმიერი სასწავლო პროგრამის სტუდენტებისთვის ფასიანი სტაჟირების პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგომ მათ ინტეგრირებას“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

Peters, Anne-Valerie- GIZ-საქართველოს სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის პროგრამის დირექტორმა ენ-ვალერი პეტერსმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს მორიგი პროექტის ერთი ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცა.

„ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის შესაბამისად, ახლა საქართველოს ჰყავს განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეები, რაშიც დიდი წვლილი მიძღვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. ამჟამად 34 კურსდამთავრებულია, თუმცა, იმედი მაქვს სამომავლოდ მათი რიცხვი გაიზრდება, რადგან მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველო მიისწრაფის მწვანე სამუშაო ადგილების შექმნისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისაკენ, რაც მდგრად განვითარებასთან და სტაბილურობასთანაა დაკავშირებული. პროფესიული განათლება გერმანიის მთავრობის პრიორიტეტია, რადგან მიგვაჩნია, რომ ხარისხიანი პროფესიული განათლების მქონე ქვეყნები, ეკონომიკური განათლების მაღალ დონეზე არიან. გერმანია წლებია მანძილზე ადევნებს თვალს საქართველოს განათლების სისტემმაში მიმდინარე რეფორმებს, აძლეიერებს კერძო სექტორის ჩართულობას და აქტიურად მუშაობს განათლების ხარიხსის ამაღლებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის, ვინც სარგებლობს იმ პროდუქტით რაც ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება“, - განაცხადა ენ-ვალერი პეტერსმა.

ღონისძიების დასასრულს, განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების კურსდამთავრებულებს საერთაშორისო სერთიფიკატები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ და Peters, Anne-Valerie- GIZ-საქართველოს სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის პროგრამის დირექტორმა გადასცეს.

ინფორმაციისთვის, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის - „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. დონორი ორგანიზაციის მიერ მოწვეულმა საგანმანათლებლო და განახლებადი ენერგიის დარგის ექსპერტებმა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა შეიმუშავეს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება-გადამზადების 4 მოკლევადიანი მოდულური პროფესიული პროგრამა (თითოეული 75 საათის ხანგრძლივობით), კერძოდ: 1.​ ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი); 2.​ ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის თერმული სისტემების მონტაჟი); 3. ​ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ბიომასის ბოილერების და ღუმელების მონტაჟი); 4. ​ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ზედაპირული გეოთერმული სისტემებისა და თბური ტუმბოების მონტაჟი).

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი გაივლის სერტიფიცირებას, ხოლო სერტიფიცირებულ მემონტაჟეთა სია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა