თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე განმარტებით, მაშველებმა ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.