სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კომერციალიზაციის პროგრამა ამოქმედდა.
სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია საერთაშორისო ბაზარზე ხელი შეუწყოს ქართული ფილმების პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას.
პროგრამის ფარგლებში წამყვან საერთაშორისო კინოფესტივალებზე ქართული ფილმების ჩვენება მოეწყობა, სადაც მიწვეული იქნებიან გავლენიანი გაყიდვების აგენტები და დისტრიბუტორები, რაც გაზრდის კონკრეტული ფილმის წარმატებულად გაყიდვის შანსს.
პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია, კომპანია იყოს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ბენეფიციარი ან ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო სრულად აფინანსებს ფილმის ჩვენების ხარჯებს.
სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3UtX9As
განაცხადების მიღება: 2023 წლის 11 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით. გამარჯვებული გამოვლინდება მიმდინარე თვის ბოლოს