დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, როდესაც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა, რაც სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ შუშანიამ გააპროტესტა.
"ძალიან კარგად იცის მთელმა მსოფლიომ, რა აქვს გაკეთებული საქართველოს უკრაინისთვის... არცერთ სახელმწიფოს სამხედრო პატივით უკრაინაში გარდაცვლილი არ დაუსაფლავებია. რომელი მუნიციპალიტეტი რომელ გარდაცვლილ ოჯახს როგორ დაეხმარა, ამაზე აქ ვილაპარაკო?"- აღნიშნა ბოჟაძემ, რის შემდეგაც აქტივისტმა განაცხადა, რომ ლადო ბოჟაძე იტყუება და "გარდაცვლილ სამხედროებს აყვედრიან, თუ რა გააკეთეს".
"სირცხვილია, რუსო"- ამ სიტყვებით მიმართა აქტივისტმა ბოჟაძეს.