გრიგოლ რობაქიძისა და ტალინის უნივერსიტეტების ერთობლივი ვებინარი რუსეთ-უკრაინის ომს მიეძღვნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ტალინის უნივერსიტეტთან ერთად ერთობლივ ვებინარს თემაზე - „რუსეთ-უკრაინის ომი“ უმასპინძლა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან ლექციას პროფესორი ინგა ცინცქილაძე უძღვებოდა, ხოლო ტალინის უნივერსიტეტიდან - პროფესორი მეთიუ კრენდალი.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ცნობით, გრუნის პროფესორმა დაწვრილებით განიხილა რუსეთ-უკრაინის ომი და მისი ზეგავლენა კავკასიის რეგიონზე, კონკრეტულად, საქართველოსა და მის ევროპულ მისწრაფებებზე. პროფესორმა კრენდალმა კი ისაუბრა ესტონეთზე ომის ზეგავლენის შესახებ.

რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ, უნივერსიტეტს სახელით მადლობა გადაუხადა ტალინის უნივერსიტეტის წარმომადგენელს წარმატებული თანამშრომლობისთვის. რექტორის მოადგილემ, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, პროფესორმა გიორგი მირიანაშვილმა კი ყურადღება გაამახვილა სადისკუსიო თემის მნიშვნელობაზე.

პრეზენტაციების შემდეგ, გრუნის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ემუშავათ ჯგუფებში ესტონელ და საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად და გაემართათ დისკუსიები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ